კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან
კალიფორნიაში ცხოვრობთ? იხილეთ კალიფორნიის კონფიდენციალურობის დებულება, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის დამატებას.
ვაშინგტონისა და ნევადის მაცხოვრებლებო, გთხოვთ, იხილოთ მომხმარებელთა ჯანმრთელობის მონაცემების კონფიდენციალურობის ჩვენი პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის დამატებას.
სალამი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Tinder-ის კონფიდენციალურობის პილიტიკის დებულების გვერდზე.
გვესმის, რომ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის წაკითხვა ბევრს არ დააინტერესებს, თუმცა არსებობს მეორე მხარეც. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პოლიტიკის მაქსიმალურად მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებაში, რადგან გულითადად გვსურს, რომ გაეცნოთ! ჩათვალეთ, რომ ვართ თქვენი ციფრული ასისტენტი, რომელიც ჩაგახედებთ ჩვენ მიერ შეგროვილი მონაცემების შიდა სამზარეულოში და ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ვიყენებთ მათ. ასე რომ, მოკალათდით, აივიღეთ სასურველი სასმელი და დავიწყოთ კონფიდენციალურობაზე საუბარი — ერთად.
კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკა ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან. მანამდე იმოქმედებს მისი წინა ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.
1. ვინ ვართ ჩვენ
თუ ევროპის ეკონომიკურ ზონაში ("EEA"), გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში ცხოვრობ, კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს მონაცემებზე ("მონაცემთა კონტროლიორი") ქვესდ:
MTCH Technology Services Limited
Tinder
1 Hatch Street Upper
Dublin 2
D02 PY28
Ireland
თუ იაპონიაში ცხოვრობ, შენს მონაცემებზე არსებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიის შემდეგ ფილიალს:
MG Japan Services GK
4F Sumitomo Fudosan Azabu Bldg
1-4-1 Mita
Minato-ku, Tokyo 108-0073
Japan
თუ EEA-ს, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და იაპონიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობ, შენს მონაცემებზე ეს კომპანიაა პასუხისმგებელი:
Tinder, LLC
8750 North Central Expressway
Suite 1400
Dallas, TX 75231
ამერიკის შეერთებული შტატები
2. სად ვრცელდება ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ვებსაიტებზე, აპებზე, ღონისძიებებსა და სხვა სერვისებზე, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ Tinder-ის ბრენდის ქვეშ. მნიშვნელობა არ აქვს სოულმეითს ეძებ თუ არა, ჩვენს მორიგ ივენთს ესწრები, თუ რომელიმე ჩვენი არაჩვეულებრივი სერვისით სარგებლობ, ეს პოლიტიკა ყველგან დაგიცავს. სიმარტივისთვის, ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში თითოეულ მათგანს ჩვენს „სერვისს“ ვუწოდებთ.
თუკი ჩვენი რომელიმე სერვისი მოითხოვს ისეთივე კონფიდენციალურობის პოლიტიკის არსებობას, ამგვარი პოლიტიკა ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის და ამგვარ პოლიტიკას – და არა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას – მიენიჭება უპირატესობა.
3. მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგეხმარებით მიზანმიმართული კავშირების დამყარებაში ინფორმაციიის გარეშე, რომელსაც აგზავნი Tinder-ზე შენს შესახებ, მაგ., პროფილის ძირითადი დეტალებისა და ადამიანების ტიპების შესახებ, რომელთა გაცნობაც გსურს. ასევე გენერირდება გარკვეული ინფორმაცია ჩვენი სერვისის გამოყენებისას, მაგალითად, თუ როდის შეხვედი სისტემაში და როგორ გამოიყენე სერვისი, და ასევე მასში შედის შეხედულებები და დასკვნები, რომელსაც ვქმნით შენ მიერ მოწოდებული კონტენტის საფუძველზე. ასევე ვაგროვებ მესამე მხარის მონაცემებს, მაგალითად, როდესაც სერვისს იყენებ შენს ანგარიშზე სხვა პლატფორმაზე წვდომით (მაგ, Facebook, Google ან Apple) ან როდესაც სხვა პლატფორმის ანგარიშიდან ტვირთავ ინფორმაციას შენი სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად. თუ დეტალური ინფორმაციის მიღება გაინტერესებს, იხილე ქვემოთ მოცემული ცხრილი.
მონაცემები, რომელსაც გვაწვდი | |
კატეგორიები | აღწერა |
ანგარიშის მონაცემები | როცა ანგარიშს ქმნი, პროფილის გასააქტიურებლად გვაწვდი ანგარიშის ძირითად მონაცემებს, მაგალითად, შენს ტელეფონის ნომერს, ელფოსტას და დაბადების თარიღს. |
პროფილის მონაცემები | პროფილის შევსებისას, შეგიძლია გაგვიზიარო დეტალები შენს შესახებ, როგორიცაა სქესი, ინტერესები, პრეფერენციები, სავარაუდო ადგილმდებარეობა და სხვ. ამ მონაცემების ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს სენსიტიურ ან სპეციალურ მონაცემებად გარკვეულ ქვეყნებში, მაგალითად, სექსუალური ორიენტაციის, სექსუალური ცხოვრების, ჯანმრთელობის ან პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაცია. თუ გადაწყვეტ აღნიშნული მონაცემების მიწოდებას, თანხმობას გვაძლევ, ის გამოვიყენოთ, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. |
კონტენტი | როცა სერვისს იყენებ, გზავნი ფოტოებს, ვიდეოებს, აუდიოზე ჩანაწერებს, ტექსტებსა და სხვა სახის კონტენტს, მაგალითად, საძიებო მოთხოვნებს ან ჩათის შეტყობინებებს სხვა წევრებთან. |
შენაძენის მონაცემები | როცა შენაძენს აკეთებ ან თანხის დაბრუნებას ითხოვ, ჩვენ ვინახავთ ბარათის სერვისის დეტალებს (მაგალითად, რა იყიდე, ტრანზაქციის თარიღი და თანხის რაოდენობა). ზუსტი მონაცემები დამოკიდებულია შენს მიერ არჩეულ გადახდის მეთოდზე. როცა Tinder-ის ანგარიშიზე პირდაპირ იხდი (და არა პლატფორმის საშუალებით, როგორიცაა iOS ან Android), გვაწვდი შენს სადებეტო ან საკრედიტო ბარათის ნომერს ან სხვა ფინანსურ ინფორმაციას. |
მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები | ხანდახან ვატარებთ (i) გამოკითხვებს, ფოკუს ჯგუფებს ან ბაზრის კვლევებს კვლევითი მიზნებისთვის და (ii) აქციებს, ღონისძიებებს ან კონკურსებს მარკეტინგული მიზნებისთვის. როცა მონაწილეობას იღებ, გვაწვდი ინფორმაციას შენი რეგისტრაციისა და მონაწილეობის, გვერდთან ურთიერთობის და ჩვენს კითხვებზე შენი პასუხების დასამუშავებლად. |
მესამე მხარის მონაცემები | როცა გადაწყვეტ, რომ გაგვიზიარო სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, თუ იყენებ ვიღაცის საკონტაქტო მონაცემებს მოცემული ფუნქციისთვის, ან გვიგზავნი მოთხოვნას ან მოხსენებას, რომელშიც მოქმედი წევრია ასახული), ამ მონაცემებს შენს სახელზე ვამუშავებთ, რათა შევასრულოთ შენი მოთხოვნა. საერთო ნაცნობების ფუნქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი აქ, ხოლო იმაზე მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ამუშავებს Tinder-ი არა წევრების ინფორმაციას, მიიღებ აქ. |
მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები | როცა დაგვიკავშირდები, მოგვაწვდი ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს იმისთვის, რომ შენი მოთხოვნა მოვაგვაროთ. სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ შენთან დაკავშირებული მოთხოვნები/მოხსენებები გამოაგზავნონ. და ბოლოს, ჩვენი მოდერაციის ხელსაწყოებსა და გუნდებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება გამოძიების ფარგლებში. იქ, სადაც კანონი უფლებას მოგვცემს, ასევე შეგვიძლია ინფორმაცია ეჭვმიტანილი ან დადასტურებული ცუდი მოქმედების შესახებ მესამე მხარისგან მივიღოთ, როგორც ჩვენი წევრების დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული ჩვენი ძალისხმევის ნაწილი. |
სოციალური მედიის მონაცემები | თავად გადაწყეტ გაგვიზიარო თუ არა მონაცემები შენს ანგარიშებზე, რომლებსაც სხვა პლატფორმებზე იყენებ (მაგალითად: Facebook, Instagram, Spotify, Apple, LinkedIn), იქნება ეს ანგარიშის შექმნა ამ ანგარიშების მეშვეობით, რომელთა მეშვეობითაც შემოგვიერთდები, თუ ამ ანგარიშებიდან ატვირთავ მონაცემებს, მაგალითად, ფოტოებს ან მუსიკალურ სიებს. |
გენერირებული ან ავტომატურად შეგროვებული მონაცემები | |
კატეგორიები | აღწერა |
გამოყენების მონაცემები | მომსახურების გამოყენებისას იქმნება მონაცემები შენი აქტივობის შესახებ, მათ შორის მის შესახებ თუ როგორ იყენებ მას (მაგალითად, როდის შეხვედი სისტემაში, რომელი ფუნქციები გამოიყენე, გატარებული ქმედებები, შენთვის ნაჩვენები ინფორმაცია, ვებგვერდები, რომლებზეც დაჭირე, რეკლამები, რომელსაც დააჭირე) და როგორ ურთიერთობ სხვებთან (მაგალითად, ეძებე ვინმე, დაემეჩე ვინმეს, გაუგზავნე თუ არა შეტყობინებები). ასევე ვიღებთ მონაცემებს იმ ინტერაქციებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთან დაკავშირებულ რეკლამებს გქონდა მესამე მხარის ვებსაიტებზე ან აპებზე, თუკი ამგვარი აქტუალურია. |
ტექნიკური მონაცემები | სერვისის გამოყენება დაკავშირებულია იმ მოწყობილობ(ებ)იდან და იმ მოწყობილობ(ებ)ის შესახებ მონაცემების შეგროვებასთან, რომლებსაც ჩვენს სერვისზე წვდომისთვის იყენებ, მათ შორის, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია, როგორებიცაა IP მისამართი, მოწყობილობის ID-კოდი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემები და პარამეტრები, ქსელის ინფორმაცია, მოწყობილობის მოძრაობა და სენსორების მონაცემები, ასევე აპლიკაციის პარამეტრები და მახასიათებლები, აპლიკაციის დახარვეზირება, რეკლამების ID-კოდები და იდენტიფიკატორები, რომლებიც დაკავშირებულია ქუქიების ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასთან, რომლებსაც შეუძლიათ უნიკალური მოწყობილობის ან ბრაუზერის იდენტიფიცირება. დამატებით ინფორმაციის ნახვა ქუქიების შესახებ შეგიძლია ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში. |
შეხედულებები და დასკვნები | სერვისების გამოყენება გულისხმობს იმ შეხედულებებისა და დასკვნების გენერირებას, რომელიც წარმოქმნილი იქნება შენი ინტერაქციებისა და შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის და კონტენტის საფუძველზე და ასახავს, მაგალითად, შენს პრეფერენციებს, მახასიათებლებს, მიდრეკილებებს, ქცევასა და დამოკიდებულებებს. |
სხვა მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ | |
კატეგორიები | აღწერა |
გეოლოკაციის მონაცემები | თუ ჩვენს ნებართვას მოგცემ, შეგვიძლია განვსაზღვროთ შენი გეოლოკაცია (გრძედი და განედის კოორდინატები). თუ ნებართვას უარყოფ, ვერ ისარგებლებ იმ ფუნქციებით, რომლებსაც ზუსტი გეოლოკაცია სჭირდება. |
სახის მონაცემები | შეიძლება სურვილი დაგეჩნდეს, რომ ის სერვისებიც გამოიყენო, როგორებიცაა ფოტო ვერიფიკაცია, ფოტოს შემოწმება ან პირადობის და ფოტოს ერთად ვერიფიკაცია. აღნიშნული სერვისების გამოყენებით ხდება სახის გეომეტრიის მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რაც შესაძლოა, ზოგ ადგილას ბიომეტრიულ მონაცემად მიიჩნეოდეს. თუ გინდა, მეტი გაიგო იმასთან დაკავშირებით, როგორ ვამუშავებთ შენს სახის გეომეტრიის მონაცემებს ფოტო ვერიფიკაციისთვის, ფოტოს შემოწმებისთვის და პირადობის და ფოტოს ერთად ვერიფიკაციისთვის, გადადი შესაბამის ბმულზე. თუ Tinder-ს იმ რეგიონში იყენებ, სადაც აუცილებელია სახის შემოწმება, ან თუ Tinder-ს ინტერნეტით იყენებ, სახის შემოწმების პროცესზე მეტი შეგიძლია აქ გაიგო. |
ID მონაცემები | შეგვიძლია მოვითხოვოთ, მოგვაწოდო სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის ასლი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ის ხარ, ვინადაც თავს წარმოაჩენ. |
4. რატომ და როგორ ვიყენებთ შენს მონაცემებს
მთავარი მიზეზი, რის გამოც შენს მონაცემებს ვამუშავებთ, არის ის, რომ ჩვენი სერვისი მოგაწოდოთ და ის დროთა განმავლობაში გავაუმჯობესოთ. ეს მოიცავს შენს დაკავშირებას იმ წევრებთან, რომლებმაც შეიძლება მუცელში პეპლები გაგიჩინონ, შენი გამოცდილების პერსონალიზებასა და უბრალოდ, ჩვენი სერვისისგან მაქსიმუმის მიღებაში დახმარებას. ასევე, შენს მონაცემებს ვამუშავებთ, რათა შენც, და სხვებიც, ჩვენი სერვისის გამოყენებისას დაცულები იყოთ. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას და ყოველთვის ვმუშაობთ ჩვენი სისტემების და პროცესების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. და ჰო, შენს მონაცემებს შესაბამისი რეკლამის საჩვენებლადაც ვამუშავებთ – ამის კონტროლი შენს პარამეტრებში შეგიძლია. უფრო დეტალური განმარტებისთვის კითხვა განაგრძე.
იმის გასაგებად, თუ როგორ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას "პროფილირებისა" და "ავტომატური გადაწყვეტილების მიღების" გზით, გთხოვთ, ნახო ჩვენი ხდკ.
შენი მონაცემების დამუშავების მიზნები | შენი მონაცემების დამუშავების საფუძველი | დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები (ეს აღწერილია ამ პოლიტიკის მე-3 ნაწილში) |
მოგცეთ საშუალება, ჩვენი სერვისით ისარგებლო, მათ შორის: ჩვენს სერვისზე შენი ანგარიში და პროფილი შევქმნათ და შევინარჩუნოთ ჩვენი სერვისის სხვადასხვა ფუნქცია ვმართოთ და შევინარჩუნოთ სხვა წევრები გირჩიოთ და მათ შენი თავი ვურჩიოთ გათამაშებები და კონკურსები დავაორგანიზოთ შენს მოთხოვნებსა და კითხვებს ვუპასუხოთ ჩვენი სერვისის ფუნქციონირება შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემა აღმოვფხვრათ და გამოვასწოროთ დავამუშაოთ შენი განაცხადები, რათა ჩვენს პრემიუმ/VIP სერვისებს შემოუერთდე | შენთან ხელშეკრულების შესრულება შენი თანხმობა (სადაც მუშავდება სენსიტიური, ან სხვა ტიპის მონაცემები, რომელიც თანხმობას მოითხოვს) | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები სოციალური მედიის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები გეოლოკაციის მონაცემები სახის მონაცემები |
ჩვენს სერვისზე შეძენის საშუალება მოგცეთ, მათ შორის: გადახდები დავამუშაოთ შემოგთავაზოთ ფასდაკლებები, აქციები და შენზე მორგებული ფასები | შენთან ხელშეკრულების შესრულება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები: ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებშია ფასდაკლებების და აქციების შეთავაზება და ფასების მორგება, თუ და სადაც ეს კანონით დაშვებულია. | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები ტექნიკური მონაცემები შენაძენის მონაცემები გამოყენების მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
ვმართოთ სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები, მათ შორის: ჩვენს სერვისზე გავუშვათ სარეკლამო კამპანიები და გავზომოთ მათი ეფექტურობა შევასრულოთ მარკეტინგული კამპანიები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი სერვისის პოპულარიზაციას მესამე მხარის პლატფორმებზე და გავზომოთ მათი ეფექტურობა დავამყაროთ კომუნიკაცია შენთან ჩვენი იმ პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ, რომელმაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოს | თანხმობა (სადაც საჭიროა მოქმედი კანონმდებლობით) და სხვაგვარად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია ჩვენი სერვისის პოპულარიზაცია და ჩვენი წევრებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული რეკლამის ჩვენება, მათი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ჩვენი სერვისის უფასო ნაწილების დასაფინანსებლად. | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები გამოყენების მონაცემები მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად და ახალი ფუნქციებისა და სერვისების შესაქმნელად, მათ შორის: ფოკუს ჯგუფების, ბაზრის კვლევებისა და გამოკითხვების ჩასატარებლად ჩვენი მომსახურებით სარგებლობის გაანალიზება მომხმარებლებზე ზრუნვის გუნდებთან ინტერაქციების განხილვისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი ფუნქციებისა და სერვისების შემუშავებისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, მექანიკური სწავლებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, და მათი ტესტირებისთვის კვლევების ჩასატარებლად და კვლევითი ნაშრომების გამოსაქვეყნებლად | შენთან ხელშეკრულების შესრულება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი: დროთა განმავლობაში ჩვენი სერვისის გაუმჯობესება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესშია თანხმობა, სადაც საჭიროა მოქმედი კანონმდებლობით (მაგ., ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ მონაცემები, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში სენსიტიურად ან განსაკუთრებულად ითვლება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სერვისით მოსარგებლე სხვადასხვა თემს სამართლიანად ექცევიან და რომ ჩვენი სერვისი მრავალფეროვანი და ინკლუზიურია) | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები სოციალური მედიის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
ჩვენს სერვისზე და Match Group-ში შენი და სხვა წევრების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მათ შორის: ჩვენი პირობების დარღვევის, თაღლითობისა და სხვა უკანონო ან არაავტორიზებული ქმედებების პრევენციის, გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იმ ინსტრუმენტების შემუშავებისა და გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჩვენი პირობების დარღვევების, თაღლითობისა და სხვა უკანონო ან არავატორიზებული ქმედებების პრევენციის, აღმოჩენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ვიყენებთ ქმედებების განმეორების თავიდან აცილებისთვის, განსაკუთრებით იმ პირების შეჩერებით, ვინც ჩვენს პირობებს ახალი ანგარიშის შექმნით არღვევენ ცალკეული პირების ინფორმირება ჩვენი შესრულებული მოქმედებების შესახებ მათი წარდგენილი მოხსენების ან ჩვენი მიერ გამოვლენილი შესაძლო უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში შენი იდენტობის დასადასტურებლად გადახდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა უსაფრთხოების, მთლიანობისა და ზოგადად დაცულობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს უსაფრთხოების რჩევებს და გაიდლაინებს . | შენთან ხელშეკრულების შესრულება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი: ჩვენი და ჩვენი წევრების ლეგიტიმური ინტერესებია მათი უსაფრთხოების დაცვა შენი და სხვა წევრების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ელექტრონულ სისტემებში იდენტიფიცირებისა და ავტორიზაციის პროცესებში უშიშროებისა და თაღლითური გარიგებების აღკვეთის უზრუნველყოფა ჩვენთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებების დასაცავად, მაგალითად, უკანონო კონტენტის წასაშლელად შენი თანხმობა (სადაც მუშავდება სენსიტიური, ან სხვა ტიპის მონაცემები, რომელიც თანხმობას მოითხოვს) დამუშავება საჭიროა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად: ჩვენი პასუხისმგებლობა ისე, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ინტერესები დაიცვას, მესამე პირის სამართალდამცავებთან შესაბამისი თანამშრომლობით, შენი თანხმობა (სადაც მუშავდება სენსიტიური მონაცემები, ან სხვა ტიპის მონაცემი და თანხმობა მოთხოვნადია) | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები სახის მონაცემები ID მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
მოქმედ კანონმდებლობასთან შესათავსებლად, სამართლებრივი მოთხოვნებისა და უფლებების შესასრულებლად, გასამყარებლად, გასახორციელებლად და დასაცავად, მათ შორის: მონაცემთა შენახვისთვის – და მტკიცებულებათა შესაბამისობისთვის – მოქმედ კანონმდებლობასთან შესათავსებლად გამოძიებების მხარდაჭერისთვის და პოტენციური ან მიმდინარე სასამართლო დავების, მარეგულირებელი ქმედებების ან დავის დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოების, მარეგულირებელი ორგანოებისა და სხვა მესამე მხარის კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის უკანონო ან წესების დამრღვევი კონტენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების, მთავრობის ან სხვა ორგანოებისთვის შესატყობინებლად მიმდინარე ან საფრთხის შემცველი პრეტენზიების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებთან ან პარტნიორებთან მონაცემთა გაზიარებისთვის, შეურაცხმყოფელი ან უკანონო ქცევის წინააღმდეგ საბრძოლველად | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი: ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებშია დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა და დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი წევრები და სხვები, მათ შორის, როგორც გამოძიების, სასამართლო პროცესის და სხვა დავების ნაწილი. შენი და სხვა წევრების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ჩვენზე გავრცელებულ საკანონმდებლო ვალდებულებებთან შესაბამისობისთვის, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ინფორმაციისთვის | გაზიარებული მონაცემების კატეგორიები განსხვავდება თითოეული ვალდებულების, დამაჯერებელი ინტერესის ან დავის ირგვლივ არსებული კონკრეტული გარემოებების მიხედვით |
5. როგორ ვაზიარებთ მონაცემებს
ვინაიდან ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში, შენი ზოგიერთი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სერვისის სხვა წევრებისთვის ხილული იქნება. ჩვენ ასევე ვუზიარებთ მონაცემებს სერვისის პროვაიდერებსა და პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან სერვისის ექსპლუატაციაში, Match Group-ის სხვა კომპანიებთან ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და, ზოგიერთ შემთხვევაში, იურიდიული და დაკავშირებული მიზეზების გამო. მეტი დეტალისთვის კითხვა განაგრძე.
მიმღებები | გაზიარების მიზეზები | პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები |
სხვა წევრები | მონაცემებს სხვა წევრებს უზიარებ, როცა ნებაყოფლობით ავრცელებ ინფორმაციას სერვისის შესახებ, რათა სხვებმა ნახონ (მაგ., შენი საჯარო პროფილი). ეს ნიშნავს, რომ შენი მონაცემები აპში სხვა მომხმარებლებისთვის ხილული იქნება და შეიძლება გაზიარდეს და იყოს ხელმისაწვდომი შესაბამის და შესაფერის Tinder-ის კომუნიკაციაში, როგორიცაა პროფილის ფოტოს გაზიარება იმეილით ან სხვა შეტყობინებებში პოტენციური მეჩებისთვის. თუ ვინმე რამეს დაარეპორტებს, რაშიც შენ მონაწილეობ (როგორიცაა პრეტენზია, რომ ჩვენი გამოყენების პირობები დაარღვიე), შეიძლება, დამრეპორტებელს ვაცნობოთ, რა ზომები მივიღეთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის მიერ დარეპორტების შედეგად. იგივე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა წევრის მონაწილეობით რამეს დაარეპორტებ. თუ სხვა წევრი მოითხოვს მის პირად მონაცემებს, შეიძლება მიიღოს მესიჯები, რომლებიც მას გაუგზავნე. | პროფილის მონაცემები კონტენტი სოციალური მედიის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები გამოყენების მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
სერვისის მომწოდებლები/პარტნიორები | მონაცემებს მომწოდებლებსა და პარტნიორებს ვუზიარებთ, რომლებიც ჩვენი სერვისის მართვაში, პოპულარიზაციასა და განვითარებაში დახმარებით გვეხმარებიან. ისინი გვაწვდიან ისეთ სერვისებს, როგორიცაა მონაცემთა ჰოსტინგი და ტექნიკური მომსახურება, ანალიტიკა, მომხმარებლებზე ზრუნვა, მარკეტინგი, რეკლამა, გადახდისა ან დაბრუნების დამუშავება, იურიდიული მხარდაჭერა და უსაფრთხოების ოპერაციები. კონკრეტულად, შეიძლება გამოყენებული იქნას Facebook-ის ხელსაწყოები, როგორიცაა Facebook Login, Pixel, სოციალიზაციის მოდულები და Facebook SDK აპლიკაციის ღონისძიებებისთვის. ეს ხელსაწყოები რომ გამოვიყენოთ, გვეთვლება, რომ Facebook Ireland-ისთან ერთად თქვენს მონაცემებს ვაკონტროლებთ. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, როგორ ამუშავებს Facebook თქვენი მონაცემებს და გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ თქვენი უფლებები Meta Ireland-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის სანახავად. სადაც მოქმედი კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ჩვენ ასევე შეგვიძლია მონაცემები გავუზიაროთ პარტნიორებს (მაგალითად, ისეთი კომპანიები, რომლებიც მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან) და მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ მონაცემები, როცა საჭიროა ჩვენი სერვისის, ჩვენი წევრების, ჩვენი თანამშრომლებისა და სხვების უსაფრთხოების, უსაფრთხოების და მთლიანობის ხელშეწყობა. | გამყიდველის ან პარტნიორის მიერ მოწოდებული სერვისიდან გამომდინარე, მასში შეიძლება შედიოდეს: ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები სოციალური მედიის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები გეოლოკაციის მონაცემები სახის გეომეტრიის მონაცემები ID მონაცემები |
სარეკლამო პარტნიორები | ჩვენს სერვისზე ვაცხადებთ მესამე მხარის რეკლამის განმთავსებლების პროდუქტებისა და სერვისების რეკლამებს და ვაქვეყნებთ რეკლამებს, რომელიც მესამე მხარის საიტებსა და აპებზე ჩვენი საკუთარი სერვისის რეკლამირებისთვისაა განკუთვნილი. ამ რეკლამების რელევანტურობის გასაუმჯობესებლად, შენ შესახებ მესამე მხარეს, მაგალითად, სარეკლამო პარტნიორებს, გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით, ან უფლებას ვაძლევთ, ასეთი მონაცემები ჩვენი სერვისებიდან შეაგროვონ (მაგ., ქუქიების, SDK-ების ან მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით). ზოგი სარეკლამო პარტნიორი საშუალებას გვაძლევს, შენი ელ-ფოსტის მისამართი, სარეკლამო იდენტიფიკატორები ან მობილურის ნომერი იდენტიფიკატორად გადავაქციოთ, რომელიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შენი პერსონალური იდენტიფიკაციისთვის და შემდეგ გამოვიყენოთ ეს უნიკალური იდენტიფიკატორი, რათა გამოგრიცხოთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიებიდან, ან რეკლამის მიზნობრივი აუდიტორიიდან, რომელიც შენი მსგავსია ბექგრაუნდის, ინტერესების ან აპის გამოყენების თვალსაზრისით. | ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები |
ასოცირებული ორგანოები | მონაცემებს ფილიალებს ვუზიარებთ ან მათი მონაცემებს ვიღებთ ამ პოლიტიკის მე-6 ნაწილში მოყვანილი მიზნებისთვის. | მონაცემთა კატეგორიები განსხვავდება გაზიარების მიზეზის მიხედვით, მაგრამ მასში შეიძლება შედიოდეს:. ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მარკეტინგის, გამოკითხვისა და კვლევის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები სოციალური მედიის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები შეხედულებები და დასკვნები გეოლოკაციის მონაცემები სახის მონაცემები ID მონაცემები |
სამართალდამცავი ორგანოები | შეიძლება შენი მონაცემები გავამჟღავნოთ, რათა: (i) აღვასრულოთ სამართლებრივი პროცესი, როგორიცაა სასამართლოს ბრძანება, გამოძახება ან ჩხრეკის ორდერი, სახელმწიფო/სამართალდამცავი ორგანოების გამოძიება ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნები; (ii) დავეხმაროთ დანაშაულის პრევენციას ან გამოვლენას; (iii) დავიცვათ ნებისმიერი პირის უსაფრთხოება; და (iv) დავამყაროთ, განვახორციელოთ ან დავიცვათ სამართლებრივი მოთხოვნები. | გაზიარებული მონაცემების კატეგორიები განსხვავდება მოთხოვნის ირგვლივ არსებული კონკრეტული გარემოებების მიხედვით, მაგრამ ხშირად მასში შეიძლება შედიოდეს: ანგარიშის მონაცემები პროფილის მონაცემები კონტენტი შენაძენის მონაცემები მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები მესამე მხარის მონაცემები სოციალური მედიის მონაცემები გამოყენების მონაცემები ტექნიკური მონაცემები გეოლოკაციის მონაცემები ID მონაცემები |
შერწყმისა და შეძენის კონტექსტში, ჩვენთან ასოცირებულ ორგანოებსა ან ახალ მფლობელ(ებ)თან | შეგვიძლია გადავიტანოთ შენი ინფორმაცია, თუ მთლიანად ან ნაწილობრივ ვართ ჩართული შერწყმაში, გაყიდვაში, შესყიდვაში, დივესტირებაში, რესტრუქტურიზაციაში, რეორგანიზაციაში, დაშლაში, გაკოტრებაში ან საკუთრების ან კონტროლის სხვა ცვლილებაში. | გაზიარებულ მონაცემთა კატეგორიები კორპორატიული ტრანზაქციის ტიპის მიხედვით განსხვავდება. ის შეიძლება შეიცავდეს მთელი ორგანიზაციის მონაცემებს ან მხოლოდ კონკრეტულ ქვეჯგუფს, როგორიცაა შესყიდვის მონაცემები. |
როცა პროფილის გაზიარების ფუნქცია გამოიყენება | შეგიძლია გააზიარო სხვა წევრების პროფილები და მათ შეიძლება გაუზიარონ შენი პროფილი ჩვენი სერვისების გარეთ მყოფ ადამიანებს, გაზიარების ფუნქციის გამოყენებით. თუ გამოიყენებ ჩემი მეწყვილის გაზიარების ფუნქციას, შეგიძლია აირჩიო და გაუზიარო საკუთარი მეჩის პროფილის ინფორმაცია და მომავალი პაემნების დეტალები სხვა Tinder-ის წევრებს და მესამე მხარეებს პლატფორმის გარეთ. სხვა წევრებს ასევე შეუძლიათ გაუზიარონ საკუთარი დეტალები. | პროფილის მონაცემები კონტენტი |
6. როგორ მუშაობენ Match Group-ის კომპანიები ერთად
Tinder-ი Match Group family of businesses-ის წევრია.
შენ შესახებ მონაცემებს პარტნიორებს გავუზიარებთ, ისინიც შეგვიზიარებენ შენს შესახებ მონაცემებს, შემდეგი მიზეზების გამო:
იმისთვის, რომ Match Group-ის ყველა პლატფორმა უფრო უსაფრთხო გახდეს, მაგალითად, ბოროტმოქმედების მოძებნით და იმის იდენტიფიცირებით, როგორ მოქმედებენ ისინი Match Group-ის პლატფორმებზე, ასევე იმაში დასარწმუნებლად, რომ როცა Match Group-ის ერთ-ერთ პლატფორმაზე (მაგალითად, ჩვენსაზე) მას ვიპოვით, ისინი შეიძლება ყველა დანარჩენ პლატფორმაზე დაიბლოკოს.
ერთმანეთის დახმარების მიზნით, სერვისის პროვაიდერებად ყოფნისას, მონაცემთა დამუშავების ოპერაციების განხორციელება: ჰოსტინგი და შენარჩუნება, მომხმარებლებისზე ზრუნვა, მარკეტინგი და მიზნების რეკლამა, ანალიტიკა, ფინანსები და ბუღალტერია, იურიდიული მხარდაჭერა, გადახდის დამუშავება, სერვისის გაუმჯობესება, მონაცემების უსაფრთხოება და ბრძოლა სპამის, ბოროტად გამოყენების, თაღლითობისა და სხვა შეუფერებელი ან უკანონო ქმედებებთან.
შეგთავაზონ აქტუალური და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი კავშირები Match Group ბრენდები მთავარი რეკომენდაციების სისტემების განვითარებით ან გაუმჯობესებით.
სხვებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შანსების გასაუმჯობესებლად, შეიძლება მეჩი Group-ის სხვა სერვისებში ხილვადი გაგხადოთ, ან საშუალება მოგცეთ, პლატფორმის ფუნქციებით ისარგებლო.
სად და როგორც ნებადართულია, მოქმედი კანონმდებლობით, უკეთ გავიგოთ, როგორ იყენებენ ადამიანები Match Group-ის სერვისებს მთლიანობაში, რათა Match Group სერვისებს შენი გამოცდილება მოგარგოთ და მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები განვავითაროთ.
სხვა ლეგიტიმური ბიზნეს მიზნებისთვის, მათ შორის, კორპორატიული/კონსოლიდირებული აუდიტი, ანალიზი და ანგარიშგება.
გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ Match Group-ის კომპანიები ერთად.
7. მონაცემთა საზღვართშორისი ტრანსფერი
ვინაიდან ჩვენ გლობალური სერვისის მიწოდებას ვაწარმოებთ, მე-5 ნაწილში განხილული თქვენი მონაცემების გაზიარება გულისხმობს მონაცემთა საზღვართშორის გადაცემას ჩვენს შვილობილ კომპანიებსა და სერვისის მომწოდებლებთან (სხვა მესამე მხარეებთან), მესამე ქვეყნებში, რომლებსაც კონფიდენციალურობის განსხვავებული კანონები აქვთ.. იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი მონაცემების მესამე ქვეყანაში გადაცემა ხდება, ჩვენ ვიყენებთ შესაბამის მექანიზმებს. მაგალითად, ჩვენ ვეყრდნობით:
ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებები გამოქვეყნებულია ევროკომისიის ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები ჩვენს პარტნიორებს გადაეცემა მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად, როგორც ეს მე-6 ნაწილშია აღწერილი, მონაცემების შენახვის, წვდომის ან სხვა სახით დამუშავების გზით და მესამე მხარეებს, იმ ქვეყნებში სადაც არსებობს ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებები მე-5 ნაწილში განმარტებული მიზნების განსახორციელებლად.
ევროკომისიის მიერ გაცემული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები ან მსგავსი სახელშეკრულებო მონაცემთა გადაცემის მექანიზმები, დამტკიცებულია სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სახელშეკრულებო მონაცემთა გადაცემის ეს მექანიზმები წარმოადგენენ ვალდებულებებს კომპანიებს შორის, რომლებიც გადასცემენ პირად მონაცემებს, და ავალდებულებენ მათ დაიცვან თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცულობის ადეკვატურ დონეს მესამე მხარის ქვეყნებში. ჩვენ ვეყრდნობით ასეთ მექანიზმებს პერსონალური მონაცემების ჩვენი შვილობილი კომპანიებისთვის გადასაცემისას, იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც აღწერილია მე-6 ნაწილში, მონაცემების შენახვით, წვდომით ან სხვა თვალსაზრისით დამუშავების დროს, და მესამე პირებსიადმი 5-ე ნაწილში მოცემული მიზნებისათვის ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილელები ძალაში, როგორიცაა აშშ. ასლის მისაღებად დაგვიკავშირდი.
8. შენი უფლებები
გვინდა, შენი მონაცემები შენ აკონტროლო, ამიტომ გვსურს შენთვის ხელმისაწვდომი შემდეგი უფლებების, ოფციებისა და ხელსაწყოების შესახებ შეგახსენოთ. იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობ, ეს უფლებები შეიძლება შენზე არ გავრცელდეს ან შეიძლება სხვანაირად იყოს მოხსენიებული. თუ შენს უფლებებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გექნება, გთხოვთ, დაგვიკავშირდე აქ.
შენი უფლებები | როგორ უნდა გამოიყენო |
წვდომა, პორტაბელურობა ან ცოდნა უფლება, იყო ინფორმირებული იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელსაც შენ შესახებ ვამუშავებთ ან/და მოითხოვო მისი ასლი | შეგიძლია, ზოგიერთი მონაცემი პირდაპირ შენს ანგარიშზე შესვლით მიიღო და გადახედო. ასევე შეგიძლია შენი მონაცემების ასლი აქ ახსნილი პროცესის შემდეგ მიიღო. |
გამოსწორება ან გასწორება შენი პერსონალური მონაცემების შესწორების ან განახლების უფლება, სადაც ისინი არაზუსტი ან არასრულია | შეგიძლია, შენი მონაცემები უშუალოდ სერვისის ფარგლებში, უბრალოდ, შენი პროფილის განახლებით განაახლო. თუ სხვა მონაცემების გასწორება გსურს, გთხოვთ დაგვიკავშირდე აქ . |
წაშლა ან ამოშლა პირადი მონაცემების წაშლის უფლება | შეგიძლია, წაშალო ზოგიერთი მონაცემი, რომელიც უშუალოდ სერვისის ფარგლებში მოგვაწოდე. ასევე შეგიძლია, შენი ანგარიში დახურო, როგორც ეს აღწერილია აქ, რა შემთხვევაშიც შენს მონაცემებს წავშლით, როგორც ეს მოცემულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლია აქ დაგვიკავშირდე. |
წინააღმდეგობა (უარის თქმა) ან შეზღუდვა უფლება, გააპროტესტო პერსონალური მონაცემების დამუშავება ან მოითხოვო, რომ დროებით ან სამუდამოდ შევაჩეროთ პერსონალური მონაცემების დამუშავება | შეგიძლია, შენი ანგარიშის პარამეტრებში გარკვეული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარი თქვა. სხვა შემთხვევაში, შეგიძლია, აქ დაგვიკავშირდე, თუ გსურს, გააპროტესტო ან შეზღუდო მონაცემთა დამუშავება, რომელიც ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩამოვთვალეთ. |
თანხმობის გაწვევა | შეგიძლია, გააუქმო თანხმობა, რომელიც შენი ანგარიშის პარამეტრების განახლებით ან მოწყობილობის იმ ნებართვების წაშლით მოგვეცი, რომელსაც შენი მოწყობილობის პარამეტრებში დათანხმდი (მაგ., წვდომა კონკრეტული ტიპის მოწყობილობის მონაცემებზე, როგორიცაა მობილურის კონტაქტები, სურათები, სარეკლამო იდენტიფიკატორები და ადგილმდებარეობის სერვისები ან თანხმობა შეტყობინებების მიღებაზე). შეიძლება, თანხმობის გაუქმების შემდეგ, ზოგიერთმა სერვისმა ფუნქციონირება დაკარგოს. ყოველთვის შეგიძლია, დამატებითი ინფორმაციისთვის აქ დაგვიკავშირდე. |
მიზანმიმართული რეკლამების, „გაყიდვების“ და „გაზიარების“ უარყოფა თუ აშშ-ში ცხოვრობ, შეიძლება უარი თქვა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს არსებულ კანონებში განსაზღვრულ „მიზანმიმართულ რეკლამებს“, „გაყიდვებს“ ან „გაზიარებას“, თუ ჩვენ შენს მონაცემებს ამგვარი მიზნებისათვის გამოვიყენებთ. | თუ ჩვენ „ვყიდით“ ან „ვუზიარებთ“ შენს მონაცემებს ან ვიყენებთ მათ „მიზანმიმართული რეკლამისთვის“, ვუზრუნველყოფთ რჩევის უარყოფის შესაძლებლობას „შენი კონფიდენციალურობის არჩევანი“ ბმულზე ჩვენს ვებ გვერდის ქვედა კოლონში და აპლიკაციის პარამეტრების მენიუში. შესაბამისად, უარის სათქმელად შეასწორე "შენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვა ან გაზიარება" ისე, როგორც თავად გსურს. სადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილმა აგენტებმა შეიძლება მომხმარებელთა სახელით უარყონ მოთხოვნები აქ. |
შენი და ჩვენი ყველა წევრის დასაცავად, შესაძლოა მოგთხოვოთ ინფორმაცია შენი ვინაობის ან წევრის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დასადასტურებლად, სანამ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს ვუპასუხებთ. არ გვსურს, რომ შენი მონაცემები სხვამ აკონტროლოს!
გაითვალისწინე, რომ ჩვენ შეიძლება უარვყოთ მოთხოვნები, მათ შორის, თუ ვერ მოვახერხებთ შენს ავთენტიფიკაციას, თუ მოთხოვნა უკანონო ან არასწორია, ან თუ ის არღვევს სავაჭრო საიდუმლოებას, ინტელექტუალურ საკუთრებას, კონფიდენციალურობას ან სხვას პირთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს. თუ გვსურს მიიღოთ ინფორმაცია სხვა წევრთან დაკავშირებით, სხვა წევრმა თავად უნდა ითხოვოს ეს.
თუ ბრაზილიაში ხარ, გთხოვ, დაგვიკავშირდე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: dpobrazil@gotinder.com
თუ აშშ-ში ინდიანას, კენტუკის, როუდ-აილენდის, მერილენდის, ტენესის, მინესოტას, დელავერის, აიოვას, ნებრასკას, ნიუ-ჰემფშირის, ნიუ-ჯერსის, ტეხასის, ორეგონის, მონტანას, ვირჯინიის, კოლორადოს ან კონექტიკუტის მაცხოვრებელი ხარ, კონფიდენციალურობის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეგიძლია გაასაჩივრო დაგვიკავშირდე და ხაზგასმულად მიუთითო "კონფიდენციალურობის მოთხოვნის გასაჩივრება". თუ შენი აპელაციის შედეგთან დაკავშირებით ღელავ, შეგიძლია, შენი შტატის გენერალურ პროკურორს დაუკავშირდე.
გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპის ეკონომიკურ ზონასა და გაერთიანებულ სამეფოში, უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს და შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის შესაბამის ორგანოში, თუ გაშფოთებთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები. ევროპის ეკონომიკურ ზონაში თქვენი მონაცემების დაცვის რეგულაციაზე ინფორმაციის მოპოვებას შეძლებთ აქ, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში — აქ. მონაცემთა დაცვის ორგანო, რომელთანაც შეგიძლიათ საჩივრის შეტანა, შეიძლება მდებარეობდეს თქვენი ჩვეული საცხოვრებლის, სამუშაოს ან სავარაუდო დარღვევის ადგილის დაფიქსირებულ ტერიტორიაზე.
9. რამდენ ხანს ვინახავთ შენს მონაცემებს
გვსურს, რომ კავშირები, რომელსაც ჩვენი სერვისის მეშვეობით ამყარებ, სამუდამოდ გაგრძელდეს, მაგრამ შენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იქამდე ვინახავთ, სანამ ეს აუცილებელია ლეგიტიმური საქმიანი მიზეზების გამო (როგორც მოცემულია მე-4 ნაწილში) და როგორც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
თუ გადაწყვეტ, შეწყვიტო ჩვენი სერვისების გამოყენება, შეძლებ შენი ანგარიში დახურო და შენი პროფილი აღარ იქნება ხილული სხვა წევრებისთვის აპში. თუ იმავე სერთიფიკატით გახსნი ახალ ანგარიშს 90 დღის განმავლობაში, ჩვენ აღვადგენთ გარკვეული მონაცემების ნაწილს, რათა დაგეხმაროთ სწრაფად დაიწყო ანგარიშით სარგებლობა. გაითვალისწინე, რომ ავტომატურად დავხურავთ შენს ანგარიშს, თუ ორი წლის განმავლობაში უმოქმედო იქნები.
ანგარიშის დახურვის შემდეგ, შენს მონაცემებს წავშლით, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ:
ჩვენი წევრების დაცულობისა და უსაფრთხოების დასაცავად, უსაფრთხოების შენარჩუნების ფანჯარას ანგარიშის დახურვიდან სამი თვის ან ანგარიშის დაბლოკვიდან ერთი წლის განმავლობაში ვახორციელებთ. ამ პერიოდის განმავლობაში შენს მონაცემებს უკანონო ან მავნე ქმედებების გამოსაძიებლად ვინახავთ. ინფორმაციის შენახვა უსაფრთხოების ამ ფანჯრის დროს ეფუძნება, როგორც ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს, ასევე პოტენციური მესამე მხარის მსხვერპლთა ინტერესებს.
ა) ჩვენ ვინახავთ შეზღუდულ მონაცემებს მონაცემთა შენახვის კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად: კერძოდ, ვინახავთ ტრანზაქციის მონაცემებს 10 წლის განმავლობაში საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად, საკრედიტო ბარათის ინფორმაციას იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს ტრანზაქცია, და „ტრაფიკის მონაცემები“ / ჟურნალს ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა შენახვის კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე ვაწარმოებთ ჩანაწერებს თანხმობის შესახებ, რომელსაც წევრები გვაძლევენ ხუთი წლის განმავლობაში, რათა დავამტკიცოთ ჩვენი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
შეზღუდულ მონაცემებს ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ვინახავთ: ჩვენ ვინახავთ შენთან მიმოწერას მომხმარებელთა მომსახურების საკითხებზე კომუნიკაციის თარიღიდან 6 წლის განმავლობაში; უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად, ჩვენი უფლებების დასაცავად და იმისათვის, რომ შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა სასამართლო პროცესების დროს, მომხმარებელთა მომსახურების ჩანაწერებსა და დამხმარე მონაცემებს, ასევე გადმოწერის/შეძენის არაზუსტ ადგილმდებარეობას ხუთი წლის განმავლობაში უსაფრთხოების; ინფორმაციას წარსული ანგარიშებისა და გამოწერების შესახებ შენს უკანასკნელ ანგარიშზე დახურვიდან სამი წლის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ სწორი და ზუსტი ფინანსური პროგნოზირება და ანგარიშგება; პროფილის მონაცემებს ერთი წლის განმავლობაში პოტენციური ლიტიგაციის მოლოდინში, სამართლებრივი პრეტენზიების დასათრგუნად, გასამყარებლად ან დასაცავად; და მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმ წევრების შესაჩერებლად, რომლებიც დაბლოკილნი იყვნენ ახალი ანგარიშის გახსნისგან, იმდენად რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი წევრების უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად.
სახის მონაცემები იშლება 30 დღეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოქმედი კანონით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში მათი მუდმივი შენახვა აუცილებელია მოქმედი სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად ან ჩვენი მომსახურებისა და წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საკითხის სრული განხილვა იმ განყოფილებაშია მითითებული, რომელიც აღწერს, როგორ ამუშავებს და ინახავს Tinder სახის მონაცემებს (ზემოთ განყოფილება 3).
ბოლოს, ჩვენ ვსარგებლობთ მონაცემებით ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, როდესაც არსებობს ვადაგასული ან პოტენციური პრეტენზიები, პრეტენზია ან დავა, რომელიც გვაიძულებს შევინარჩუნოთ მონაცემები, განსაკუთრებით თუ მივიღებთ მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნას ან მოთხოვნას მონაცემების შენახვაზე (რისი დაცვა აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად) ან თუ მონაცემები სხვაგვარად საჭირო იქნება სამართლებრივი პროცესის წარსამართავად.
სადაც საჭიროა და კანონმდებლობით ნებადართულია, ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ და გამოვიყენოთ მონაცემები, რომელიც თავისთავად არ შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება ან კონკრეტულად თქვენთან დაკავშირება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის, მათ შორის ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად, ახალი ფუნქციების, ტექნოლოგიებისა და სერვისების შესაქმნელად, მათ შორის მანქანური სწავლების მეშვეობით და Match Group-ის სერვისების უსაფრთხოდ შენარჩუნებისთვის.
შენიშვნა: თუ შენი ანგარიში შეჩერდა, შენი პროფილი არ იქნება ხილული Tinder-ზე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ შენი მონაცემების შენს ანგარიშზე შენახვას, რადგან შენი ანგარიში აღდგება შეჩერების პერიოდის ბოლოს. ამ დროს შეგიძლია გაგრძელო Tinder-ის გამოყენება ან სურვილის შემთხვევაში წაშალო შენი ანგარიში. ასევე შეგიძლია, დაგვიკავშირდე შენი ანგარიშისა და მონაცემების წაშლის მოთხოვნით შეჩერების ვადის ამოწურვამდე. შენი ანგარიშის დახურვის შემდეგ, მათ შორის თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში არ შესულხარ მასში, შენი მონაცემები წაიშლება ზემოთ აღწერილის შესაბამისად.
10. ბავშვთა კონფიდენციალურობა
ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის. 18 წლამდე ასაკის პირებს ჩვენს პლატფორმაზე არ ვუშვებთ. თუ ეჭვობ, რომ წევრი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა, გთხოვთ, გამოიყენო სერვისზე არსებული მოხსენების მექანიზმი. Tinder-ის ასაკის გადამოწმების პრაქტიკის შესახებ მეტის გაგება აქ შეგიძლია.
11. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ეს პოლიტიკა დროთა განმავლობაში შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა დაგეხმაროთ მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში და ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მონაცემთა პრაქტიკის ახსნა-განმარტებები განახლებულია. შეგატყობინებთ, სანამ რაიმე მატერიალური ცვლილება ძალაში შევა, რათა ცვლილებების განხილვისთვის დრო გქონდეს.
12. როგორ უნდა დაგვიკავშირდე
თუ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდება ან პრეტენზიის შეტანა გსურს, ქვემოთ შეგიძლია ნახო ყველა შესაძლო ვარიანტი:
თუ ევროპის ეკონომიკურ ზონაში ცხოვრობ:
ონლაინ: აქ
ფოსტით
Data Protection Officer
MTCH Technology Services Limited
Tinder
1 Hatch Street Upper
Dublin 2
Dublin
D02 PY28
Ireland
თუ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობთ:
ონლაინ: აქ
ფოსტით
გაერთიანებული სამეფოს GDPR-ის წარმომადგენელი: Prighter Group
20 Mortlake Mortlake High Street,
London, SW14 8JN,
გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლობის სერტიფიკატსა და წარმომადგენლობის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნო აქ.
თუ შვეიცარიაში ცხოვრობ:
ონლაინ: აქ
ფოსტით
Prighter Group GmbH
Obergrundstrasse 17,
6002 Luzern,
Switzerland
შვეიცარიის წარმომადგენლობის სერტიფიკატსა და წარმომადგენლის დეტალებს გაეცანი აქ.
იმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ დაუკავშირდე მონაცემთა დაცვის ოფიცერს, გთხოვთ, დააკლიკო აქ
თუ იაპონიაში ცხოვრობ:
ონლაინ: აქ
ფოსტით
Data Protection Officer
MG Japan Services GK
c/o Tinder, LLC
8750 North Central Expressway
Suite 1400
Dallas, TX 75231
United States
თუ ბრაზილიაში ცხოვრობ:
მონაცემთა კონტროლერი: GEP Soluções em Compliance
პასუხისმგებელი: Maurício José Ribeiro Rotta
ელფოსტის გაგზავნა მისამართზე: dpobrazil@gotinder.com
თუ კანადაში ცხოვრობ:
ონლაინ: აქ
მონაცემთა დაცვის ოფისთან დაკავშირების შესახებ ინფორმაციისთვის იხილე ჩვენი ხდკ აქ.
ფოსტით
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი
Tinder, LLC
8750 North Central Expressway
Suite 1400
Dallas, TX 75231
United States
თუ ევროპის ეკონომიკური ზონის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, კანადის, იაპონიის და ბრაზილიის გარეთ ცხოვრობ:
ონლაინ: აქ
ფოსტით
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი
Tinder, LLC
8750 North Central Expressway
Suite 1400
Dallas, TX 75231
United States
მოკლედ, სულ ეს იყო! ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლომდე წაიკითხე. ვიმედოვნებთ, რომ ის ისეთივე საინტერესო და გასაგები იყო, როგორადაც მის შემუშავებას ვცდილობდით. ახლა, მოდი დავიწყოთ კავშირების დამყარება და მოგონებების შექმნა! გვიხარია, რომ ამ გზაზე შენთან ერთად ვიქნებით.