მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა ავსებს ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და განკუთვნილია მხოლოდ ვაშინგტონისა და ნევადის მცხოვრებლებისთვის. 

მომხმარებელთა ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვება და გამოყენება 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ ვაგროვებთ „მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემებს“ და არ ვიყენებთ ამ მონაცემებს შენი წარსული, აქტუალური ან მომავალი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსის დასადგენად ან შესაფასებლად. თუმცა, რადგან გარკვეულ იურისდიქციებში მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ფართოდ განისაზღვრება, პერიოდულად შენგან ან შენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება "მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციად" ჩაითვალოს ამ იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე. სხვა ინფორმაციის მსგავსად, რომელსაც ვაგროვებთ, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, არის ის, რომ ჩვენი სერვისი მოგაწოდოთ და დაგეხმაროთ სხვა წევრებთან დაკავშირებაში. 

როგორ ვამჟღავნებთ მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემებს

ზემოაღნიშნული მიზნებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ და გავუზიარებთ მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემებს მესამე მხარის შემდეგი კატეგორიების წარმომადგენლებს: 

  • სხვა მომხმარებლები. ინფორმაციას სხვა მომხმარებლებს უზიარებ, როცა სერვისზე ნებაყოფლობით ავრცელებ ინფორმაციას, რათა სხვებმა ნახონ (მაგ., შენი საჯარო პროფილი).

  • სერვისის მომწოდებლები. ჩვენ ინფორმაციას იმ მომწოდებლებს ვუზიარებთ, რომლებიც ჩვენი სერვისების ოპერირებაში გვეხმარებიან. ისინი გვაწვდიან ისეთ სერვისებს, როგორიცაა მონაცემთა ჰოსტინგი და ტექნიკური მომსახურება, მომხმარებლებზე ზრუნვა და უსაფრთხოების ოპერაციები.

  • შვილობილები. შესაძლოა ინფორმაცია გავუზიაროთ აფილირებულ პირებს, რომლებიც გვეხმარებიან მონაცემთა დამუშავების ოპერაციებში, როგორც სერვისის პროვაიდერები. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს დამუშავების ოპერაციებს, როგორიცაა მონაცემთა ჰოსტინგი და შენარჩუნება, მომხმარებლებზე ზრუნვა, მონაცემთა უსაფრთხოება და ბრძოლა სპამთან, ბოროტად გამოყენებასთან, თაღლითობასა და სხვა მიუღებელ ქმედებებთან.

  • კორპორაციული გარიგების მხარეები. შეგვიძლია გავამჟღავნოთ შენი ინფორმაცია, თუ მთლიანად ან ნაწილობრივ ვართ ჩართული შერწყმაში, გაყიდვაში, შესყიდვაში, დივესტირებაში, რესტრუქტურიზაციაში, რეორგანიზაციაში, დაშლაში, გაკოტრებაში ან საკუთრების ან კონტროლის სხვა ცვლილებაში.

  • სამართალდამცავი ორგანოები/სამართლებრივი პროცესები. შეიძლება შენი მონაცემები გავამჟღავნოთ, რათა: (i) აღვასრულოთ სამართლებრივი პროცესი, როგორიცაა სასამართლოს ბრძანება, გამოძახება ან ჩხრეკის ორდერი, სახელმწიფო/სამართალდამცავი ორგანოების გამოძიება ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნები; (ii) დავეხმაროთ დანაშაულის პრევენციას ან გამოვლენას; (iii) დავიცვათ ნებისმიერი პირის უსაფრთხოება; და (iv) დავამყაროთ, განვახორციელოთ ან დავიცვათ სამართლებრივი მოთხოვნები.

შენი უფლებები

შეგიძლია, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის უფლებები განახორციელო მომხმარებელთა დახმარების ჯგუფთან დაკავშირებით აქ. 


კითხვები გაქვს? ყველას აქვს მინიმუმ ერთი.

ეწვიე ხდკ-ს

უკვე საკმარისი წაიკითხე. წადი და გაიგე.

გადმოწერე Tinder

უკვე საკმარისი წაიკითხე. წადი და გაიგე.

გადმოწერე Tinder