ხშირად დასმული კითხვები

შენ კითხვები გაქვს
ჩვენ - პასუხები

პროფილი და მეჩები

რომელი ფოტო გამოვიყენო Tinder-ზე?

ის, რომელშიც ნამდვილად შენ ხარ. არანაირი ჯგუფური სურათები, სადაც უნდა გამოვიცნოთ შენ რომელი ხარ, არანაირი სათვალეები, რომელიც ნახევარ სახეს გიფარავს და არანაირი ბუნდოვანი ფოტოები 2019 წლიდან. სახით წინ, ფოკუსში რომ იყო და თუ იღიმები — კიდევ უფრო უკეთესი. გაგიკვირდება, რამდენად შორს წაგიყვანს ეს.

რა ჩავსვა ჩემს ბიოში?

რაც ნამდვილია. შენი ინტერესების სია, რას ეძებ, რეფერენსი, რომელსაც მხოლოდ სწორი ადამიანი მიხვდება. ზედაპირულად მიუდგები თუ სიღრმისეულად — ორივე შეიძლება. უბრალოდ შენებური უნდა იყოს. იმის გასაგებად, თუ რა უნდა გამოტოვოთ, იხილეთ ჩვენი გაიდლაინები მომხმარებლებისთვის.

როგორ გავაკეთო ანმეჩი ვინმესთან?

დააჭირე ლურჯ ფარს მის პროფილზე ან ჩატში, რათა უსაფრთხოების ხელსაწყოების ნაკრები გახსნა და მეჩი გააუქმო. მზადაა. არც ახსნა-განმარტებაა საჭირო და არც - ზედმეტი ემოციები.

როგორ მუშაობს Tinder მეჩები?

როცა ორი ადამიანი ერთმანეთს მარჯვნივ ასვაიპებს, მეჩია. სულ ესაა.
შემდეგ რაც მოხდება, თქვენზეა დამოკიდებული.

რას ნიშნავს, როცა Tinder-ი ამბობს, რომ მეჩი გამოვტოვე?

ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას მოსწონხარ და სანამ ამას გაიგებდი, მარცხნივ დაასვაიპე. ხდება ხოლმე.
თუ Tinder Plus გაქვს, შეგიძლია უკან დაბრუნება გამოიყენო და ის ისევ ნახო.

როგორ მუშაობს Tinder

Tinder უფასოა?

დიახ. გადმოწერე უფასოდ App Store-დან ან Google Play-დან, ან გამოიყენე ის tinder.com-ზე. ძირითადი ფუნქციები (პროფილის შექმნა, ლაიქი, მეჩი) სრულიად უფასოა. პრემიუმ პაკეტებიც გვაქვს, თუ მეტი გსურს.

როგორ მუშაობს Tinder?

დააყენე პრეფერენციები (გენდერი, დისტანცია, ორიენტაცია) და Tinder ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიით გაჩვენებს ახლომდებარე ადამიანებს, ვინც მათ შეესაბამებიან. მარჯვნივ დაასვაიპე მოწონებისთვის, მარცხნივ დაასვაიპე გამოტოვებისთვის. დაიმეჩე მასთან, ვისაც მოსწონხარ, და დაიწყეთ საუბარი.

Tinder-ის პროფილები რეალურია?

ამას სერიოზულად ვეკიდებით. ფოტო ვერიფიკაცია წევრებს საშუალებას აძლევს, დაადასტურონ, რომ ისე გამოიყურებიან, როგორც საკუთარ ფოტოებზე, ხოლო ვერიფიცირებულ პროფილებს ლურჯი ნიშანი ენიჭება. დიდ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ შენც მიიღო. შენს პროფილსაც მოუხდება და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების შენარჩუნებასაც დაეხმარება.

Tinder-ის გამოყენება ლეპტოპზე შესაძლებელია?

დიახ. გადადი tinder.com-ზე და შედი სისტემაში, რათა დესკტოპის სრული გამოცდილება მიიღო. ფუნქციების უმეტესობა იქაც ხელმისაწვდომია.

Tinder ჩემს ქვეყანაში ხელმისაწვდომია?

Tinder მსოფლიოს 190+ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. თუ App Store-ზე ან Google Play Store-ზე წვდომა გაქვს, შეგიძლია Tinder ჩამოტვირთო და ადამიანების გაცნობა ნებისმიერი ადგილიდან დაიწყო. პასპორტის ფუნქცია საშუალებას იძლევა, ჩასვლამდეც კი ნებისმიერ ადგილას დაიმეჩო. მოგზაურობ თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეობა გამოძრავებს, ყველაფერი შეგიძლია.

Tinder უსაფრთხოა?

Tinder უსაფრთხოებას სერიოზულად ეკიდება. ფოტო ვერიფიკაცია ადასტურებს, რომ წევრები ისე გამოიყურებიან, როგორც საკუთარ ფოტოებში — დადასტურებულ პროფილებს ლურჯი ნიშანი აქვთ. უსაფრთხოების ხელსაწყოები ხელმისაწვდომია ყველა მეჩთან და საუბარში, რაც ერთი შეხებით შესაძლებლობას გაძლევს ნებისმიერ დროს დაბლოკო, დაარეპორტო და მეჩი გააუქმო. „ჩემი მეწყვილის გაზიარება“ საშუალებას იძლევა დეითზე წასვლამდე სანდო პირს დეტალები და მდებარეობა გაუგზავნო. ID ვერიფიკაცია დამაჯერებლობის კიდევ ერთ ფენას ამატებს იმას, რომ შენთან მოსაუბრე ადამიანის იდენტობა რეალურია. და თუ რამე არ მოგწონს, დახმარების მისაღებად ეკრანზე მხოლოდ ერთი დაჭერა გჭირდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიე ჩვენს უსაფრთხოების რჩევების გვერდს.

როგორ წავშალო ჩემი Tinder ანგარიში?

Tinder-ის ანგარიშის წაშლა აპის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია. გადადი პარამეტრებში, ჩასქროლე ბოლოში და აირჩიე ანგარიშის წაშლა. გაითვალისწინე, რომ ანგარიშის წაშლა სამუდამოა: შენი მეჩები, მესიჯები და პროფილი წაიშლება. თუ უბრალოდ შესვენება გჭირდება, შეგიძლია ამის ნაცვლად პროფილი ისე დამალო, რომ არაფერი დაკარგო. ეტაპობრივი დახმარებისთვის ეწვიე ჩვენს მხარდაჭერის გვერდს.

ფუნქციები და გამოწერა

რა არის Tinder Plus / Gold / Platinum?

Tinder გამოწერის სამ დონეს გთავაზობს, იმის მიხედვით, თუ რაზე გსურს წვდომა. Tinder Plus გთავაზობს ულიმიტო ლაიქებს, ულიმიტო უკან დაბრუნებებს, პასპორტს, რეკლამებისგან გათავისუფლებასა და ინკოგნიტო რეჟიმს. Tinder Gold გთავაზობს ყველაფერს, რასაც Plus, ასევე შესაძლებლობას, ნახო ვისაც უკვე მოსწონხარ, რჩეულებს, ყოველკვირეულ სუპერლაიქებსა და ყოველთვიურ ბუსტს.
Tinder Platinum მოიცავს ყველაფერს, რასაც Gold, ასევე დამეჩვამდე მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობას, პრიორიტეტულ ლაიქებსა და შენ მიერ გაგზავნილი ლაიქების ხილვადობას. ყველა გამოწერა ხელმისაწვდომია ყოველთვიურად და მისი მართვა შესაძლებელია შენი აპის პარამეტრების მეშვეობით. იხილე სრული ჩამონათვალი ჩვენი გამოწერების გვერდზე.

როგორ მუშაობს ბუსტი?

ბუსტი 30 წუთით პროფილების სიაში პირველ ადგილზე გაყენებს, რაც 10-ჯერ მეტ ხილვადობას უზრუნველყოფს. როცა მის გამოყენებას გადაწყვეტ, იისფერი ელვის ნიშანი მოძებნე.

რა შედის Tinder Gold-ში?

გაიგე, ვის მოსწონხარ, მიიღე ულიმიტო ლაიქები, უკან დაბრუნება, პასპორტი, ყოველკვირეული სუპერლაიქები, თვეში ერთი ბუსტი და რეკლამების გარეშე გამოცდილება. ყველაფერი, რაც საჭიროა შენი მეჩების სამართავად.

სად ვნახო Tinder-ზე სუპერლაიქები?

პროფილზე ლურჯი ვარსკვლავი მოძებნე. ეს სუპერლაიქია. გსურს გამოცნობანას გარეშე ნახო ყველა, ვინც დაგასუპერლაიქა? ამისთვისაა Gold.

Tinder-ის რომელი გამოწერა არის საუკეთესო?

გააჩნია, რას ეძებ! Plus თავისუფლებას გთავაზობს: ულიმიტო ლაიქები, უკან დაბრუნება, პასპორტი, რეკლამებისგან გათავისუფლება. Gold შესაძლებლობას გაძლევს, ნახო, ვისაც უკვე მოსწონხარ. Platinum პირველ ადგილზე გაყენებს პრიორიტეტული ლაიქებით და დამეჩვამდე მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობით. დაიწყე იქიდან, სადაც ხარ და მანდედან გააგრძელე.

ვინ გამომიგზავნა სუპერლაიქი?

თუ ძველებურად გაგება გსურს, განაგრძე დასვაიპება და მოძებნე ლურჯი ვარსკვლავი. თუ უბრალოდ გინდა იცოდე, Gold გაჩვენებს ყველას, ვისაც მოსწონხარ,
მათ შორის სუპერლაიქებსაც.

დეითინგი & ურთიერთობები

Tinder ჩემს ქორწილს იკისრებს?

ეს ადრეც გაგვიკეთებია და აღსანიშნავად ყოველთვის მზად ვართ.
ელ-ფოსტა tinderstories@gotinder.com. მოდი, შენი ისტორია მოგვიყევი და არ დაიკარგო.

დეითის პოვნა შესაძლებელია Tinder-ზე?

55 მილიარდი მეჩი გვეთანხმება. ჩვენ შევქმენით ფუნქციები, რომლებიც დაგეხმარება, იყო გამორჩეული და სხვებს დაუკავშირდე. დანარჩენი შენზეა.

სიყვარულის პოვნა შესაძლებელია Tinder-ზე?

აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამის დასამტკიცებლად ქორწინების ფიციც გვაქვს.

კიდევ გაქვს კითხვები? არსად მივდივართ

მზად ხარ დასაწყებად?

გადმოწერე Tinder

მზად ხარ დასაწყებად?

გადმოწერე Tinder