უსაზღვრო შესაძლებლობები
55 მილიარდზე მეტი მეჩით, მარტოხელების ერთმანეთთან დაკავშირება არ გვეშლება. ზოგი საიტი, მაგალითად Hinge და eharmony, გრძელვადიანი ურთიერთობებისთვისაა შექმნილი, ჩვენ კი გამოცდილება გვგონია მთავარი და რასაც ეძებ, იმას გთავაზობთ.
ჩვენთან ერთად იმოძრავე
ნიუ იორკში ხარ თუ ჩიკაგოში, ადგილობრივების გასაცნობად აპი არსებობს—და მას Tinder ჰქვია. ეჩატავე ახლოს ან შორს მყოფ ადამიანებს იმ ფუნქციების გამოყენებით, რომელთა მეშვეობით მთელ მსოფლიოში დაიმეჩები. Tinder მოგზაურობაში შენი მეგობარია. 190 ქვეყანას მოვიცავთ და ამის თქმა OKCupid-ში და Plenty of Fish-შიც კი არ შეუძლიათ ჩვენს მეგობრებს.
მეჩები ერთი ხელის გაწვდენაზე
ყველაზე ზრდასრული გადაწყვეტილება იქნება, რომ აირჩიო გაცნობის აპი, რომელიც გთავაზობს ყველაფერს, რასაც შენი ექსი ვერ გთავაზობდა. და ეს უბრალოდ Badoo-ს და Zoosk-ს შორის არჩევანის გაკეთება არაა. ადამიანების ონლაინ გაცნობა თავგადასავალია და ამ თავგადასავალში სანდო მეგზური გჭირდება. მეჩებზე როცა მიდგება საქმე, Tinder-ის აპი შენთან ერთად იქნება პილოტი.
ყველაფერი გათვალისწინებულია, თანაც ყოველთვის
იარლიყების მოყვარულები არ ვართ, ამიტომ გთავაზობთ დეითინგის გამოცდილებას, რომლითაც შენი ჩვეული წრის მიღმა გაიცნობ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, ჩანდეს და გადადგას პირველი ნაბიჯი, მათი იდენტობის მიუხედავად. ჩვენს აპში ყველას დანახვის საშუალება გექნება და შემდეგ უკვე შენ აირჩევ ვისთან გინდა საუბარი.