ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ორმაგი დეითი, მუსიკის რეჟიმი, ასტროლოგიის რეჟიმი, პასპორტი, ურთიერთობის მიზანი და ფოტო ვერიფიკაცია, Tinder კვლავ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ დეითინგ აპლიკაციად რჩება, რომელიც ხელმისაწვდომია 190 ქვეყანაში, და მას შემდეგ, რაც დასვაიპება დავიწყეთ, 55 მილიარდზე მეტი მეჩი შეიქმნა. თითოეული იმ მეჩის უკან რეალური ადამიანი დგას. ეს ყოველთვის მთავარი აზრი იყო. ეს ის ადგილია, სადაც იმისთვის მიდიხარ, რომ გაიცნო ადამიანები, ვისაც სხვაგვარად ვერასდროს შეხვდებოდი: ახალი ქრაში, მოგზაურობის თანამგზავრი, ის, ვის მიმართაც გრძნობები ნელ-ნელა გაგიჩნდა და ბოლოს რაღაც ნამდვილში გადაიზრდება. რასაც არ უნდა ეძებდე, ან ჯერ საერთოდ არ ეძებდე, Tinder სივრცეს გაძლევს, რომ თავად გაერკვე.
შექმენი პროფილი, დააყენე შენი პრეფერენციები და დაიწყე დასვაიპება. თუ ვინმეს დაალაიქებ და ისიც დაგალაიქებს, მეჩია. აქედან ყველაფერი თქვენზეა. გააგზავნე მესიჯი, რამე დაგეგმეთ, ნახეთ რა მოხდება. ფუნქციებით, როგორიცაა ორმაგი დეითი, მუსიკის რეჟიმი, პასპორტი, ქიმია და სხვა, Tinder ყველანაირი კავშირისათვისაა შექმნილი — იქნება ის შემთხვევითი, სერიოზული თუ სადღაც ამ ორს შორის.
ჩამოტვირთე Tinder აპი უფასოდ iOS-სა და Android-ზე.