ვერიფიკაციის ფუნქციები
დაუკავშირდი თავდაჯერებით
ვერიფიკაციის ფუნქციები, როგორიცაა ფოტო ვერიფიკაცია და სახის შემოწმება¹ , დაგეხმარება, დარწმუნდე, რომ პროფილის უკან რეალური ადამიანი დგას.
უსაფრთხოება Tinder-ზე
ახალ ადამიანებთან შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს და არა საეჭვო. იპოვე ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც დაგეხმარება კონტროლის შენარჩუნებაში, როგორც Tinder-ზე, ისე მის გარეთ.
რადგან როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობ, შესაძლებლობები უსასრულოა.
აი, როგორ ვიქნებით შენ გვერდით ყოველ ნაბიჯზე.
სახის შემოწმება¹, ფოტო ვერიფიკაცია, ჩემი მეწყვილის გაზიარება, დაბლოკვა, მეჩის გაუქმება და დარეპორტება — ყველაფერი შენს ხელთაა. შექმნილია იმისთვის, რომ ყოველ ნაბიჯზე კონტროლის შენარჩუნებაში დაგეხმაროს.
ვერიფიკაციის ფუნქციები
დაუკავშირდი თავდაჯერებით
ვერიფიკაციის ფუნქციები, როგორიცაა ფოტო ვერიფიკაცია და სახის შემოწმება¹ , დაგეხმარება, დარწმუნდე, რომ პროფილის უკან რეალური ადამიანი დგას.
პატივისცემა
ჩატში პატივისცემით ისაუბრე.
ჩატის უსაფრთხოების ფუნქციები, როგორიცაა დარწმუნებული ხარ? და ეს გაწუხებს? მიმოწერაში ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებაში გეხმარება, რათა ყურადღება ნაპერწკალზე გაამახვილო.
კონტროლი
შეინარჩუნე კონტროლი.
ვაიბი არ მოგწონს? დაბლოკე, მეჩი გააუქმე ან დაარეპორტე ყველაფერი, რაც ზღვარს სცდება.
მხარდაჭერა
შეხვდი უსაფრთხოდ.
ჩემი მეწყვილის გაზიარებიდან უსაფრთხოების რჩევებამდე, მიიღე მცირე მხარდაჭერა, სანამ ურთიერთობას რეალურ ცხოვრებაში გადაიტან.
ჯერ აპში იჩათავეთ, რომ კარგად გაიცნო. შენი ნომერი, სოციალური ქსელები ან სხვა პირადი ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გააზიარე, როცა საჭიროდ ჩათვლი.
პირველი შეხვედრისთვის ისეთი ადგილი აირჩიე, რომ გარშემო ხალხი იყოს. კაფე, ბარი ან პარკი.
გამოიყენე ჩემი მეწყვილის გაზიარება ან აცნობე მეგობარს, ვის ხვდები, სად მიდიხარ და როდის.
დარწმუნდი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებ დარეკო, ტექსტური შეტყობინება გააგზავნო, რუკა გამოიყენო ან წახვიდე.
შენით დაგეგმე მისვლაც და დაბრუნებაც, რომ წამოსვლა ყოველთვის შენით შეძლო.
თუ რამე არ მოგწონს, უსმინე ამ გრძნობას. ნებისმიერ დროს შეგიძლია წამოხვიდე, დაბლოკო, მეჩი გააუქმო ან დაარეპორტო.
ტექნოლოგიებისა და ადამიანის მიერ განხილვის კომბინაციას ვიყენებთ, რათა საუბრები უფრო უსაფრთხო იყოს. ცუდი განზრახვის მქონე მომხმარებლები ხშირად ცდილობენ კომუნიკაცია ტექსტურ ფორმატში ან სხვა აპებში სწრაფად გადაიტანონ — ამ სიგნალს ყურადღება უნდა მიაქციო.
თუ შენს პროფილზე სექსუალური ორიენტაცია დაამატე, მას გარკვეულ რეგიონებში, სადაც ეს შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს, ავტომატურად დავმალავთ. როგორც კი წახვალ, მას შენს პროფილზე ისევ გამოვაჩენთ.
Tinder-ზე ყველა გამოცდილება, დასაწყისიდან დასრულებამდე, თანხმობით უნდა იყოს განპირობებული. თუ რაღაც მომენტში რაიმე არასწორად გეჩვენება, ენდე ამ გრძნობას.
Tinder-ი ადგილია, სადაც მნიშვნელოვანი კავშირები მყარდება.
ჩვენი საზოგადოება მაშინ ვითარდება, როცა თავს ყველა კარგად გრძნობს. სწორედ ამიტომ ვეკიდებით სერიოზულად ჩვენს გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის.
რამე უადგილო ხდება? დაარეპორტე.
თითოეული რეპორტი Tinder-ის ყველასათვის უსაფრთხო სივრცედ შენარჩუნებაში გვეხმარება.
წაიკითხე ჩვენი გაიდლაინები მომხმარებლებისთვისაქ ვართ, რათა უსაფრთხოება და მხარდაჭერა იგრძნო დამეჩვიდან შეხვედრამდე.
1. სახის შემოწმება შერჩეულ ბაზრებზეა ხელმისაწვდომი და შეიძლება მოთხოვნები ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს.