Tinder®-ზე ატვირთე იმ ადამიანის ფოტოები, ვის სანახავადაც არის ხალხი მოსული: შენი! დაივიწყე მეგობრები, რადგან ეს საქმე მათ არ ეხება და მზის სათვალეც დაივიწყე, რადგან სახეს გიმალავს. საუკეთესო ფოტოებზე ფოკუსი გასწორებულია და ყური მოვკარით, რომ აქ ღიმილი ფასობს.
რა ჩავსვა ჩემს ბიოში?
შენი ბიო შენი პიროვნების პატარა ჩანახატია. თუ წერა დიდად არ გეხერხება, შეგიძლია შენი საყვარელი ან სასურველი რამეების სია გააკეთო. სიმსუბუქე არ დაგავიწყდეს. შენს ჰობიზე ილაპარაკე ან ცოტა სიღრმეში წადი და მეჩში რას ეძებ, ის დაწერე. იმის სანახავად, თუ რა არ უნდა ჩასვა ბიოში, შეგიძლია ნახო ჩვენი გაერთიანების წესები.
როგორ გავაკეთო ანმეჩი ვინმესთან?
ვიღაცის დალაიქების შემდეგ ეჭვები თუ გაწუხებს—არაა პრობლემა. ანმეჩის გაკეთება ნებისმიერთან შეგიძლია, ნებისმიერ დროს. უსაფრთხოების ხელსაწყოებში გადასასვლელად შეეხე ლურჯ ფარს შენი მეჩის პროფილზე ან ჩატში და გააკეთე ანმეჩი.
როგორ მუშაობს Tinder® მეჩები?
მეჩის შესაქმნელად ორივე წევრმა უნდა დაასვაიპოს მარჯვნივ ერთმანეთის დასალაიქებლად.
რა ხდება, როცა Tinder® გეუბნება, რომ მეჩი გამოტოვე?
როდესაც მეჩის გამოტოვებაზე გატყობინებთ, ეს ნიშნავს, რომ მარცხნივ დაასვაიპე იმ ადამიანზე, ვინც შენ მოგიწონა.
ყველაფერი Tinder®-ის ფუნქციონირების შესახებ
Tinder® უფასოა?
Tinder®-ის გადმოწერა უფასოდ შეგიძლია App Store-ში და Google Play Store-ში ან შეგიძლია ეწვიო https://tinder.com-ს და Tinder ვები გამოიყენო. ძირითადი ფუნქციებით შექმნი პროფილს, გამოიყენებ მარჯვნივ ან მარცხნივ დასვაიპების ფუნქციას ვიღაცის მოსაწონებლად, ან - პირიქით.
როგორ მუშაობს Tinder®?
Tinder® პროფილებთან გაკავშირებს ლოკაციაზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, რომელიც მითითებულ გენდერს, დისტანციას და ორიენტაციას იყენებს ადამიანების გასაფილტრად.
Tinder® გთავაზობს ფოტო ვერიფიკაციას, რათა დარწმუნდე, რომ ფოტოზე ნაჩვენებ ადამიანს ესაუბრები. ვერიფიცირებულ პროფილებს ლურჯი ნიშანი ექნებათ და შენც გირჩევთ ამ ნიშნის მიღებას—ის ყველას უხდება და თან უსაფრთხოების შენარჩუნებაში გვეხმარება.
Tinder®-ის გამოყენება ლეპტოპზე შესაძლებელია?
მათ, ვისაც კომპიუტერის ეკრანი ურჩევნია, შეგიძლიათ ფუნქციების უმეტესობით https://tinder.com-ზე ისარგებლოთ.
სად მუშაობს Tinder®?
Tinder არის გლობალური ონლაინ გაცნობის პლატფორმა, სადაც ახალი ადამიანების გაცნობა, სოციალური ქსელის გაფართოება ან 190-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანების გაცნობა შეგიძლია. შემდეგი კითხვა…
ყველაფერი Tinder-ის ფუნქციებისა და გამოწერის შესახებ
გამოიწერე Tinder Gold™ და ნახე შენი ყველა თაყვანისმცემელი ერთად თავმოყრილი. დაზოგე დრო ავტომატური დამეჩვით, პროფილების "მოსწონხარ" გრიდიდანვე წაშლით ან არჩევით.
ბუსტი საშუალებას გაძლევს შენს ტერიტორიაზე 30 წუთით საუკეთესო პროფილებში მოხვდე. 10-ჯერ მეტი ყურადღების მიპყრობა თუ მოგინდა, იისფერ ელვის ნიშანს მიაქციე ყურადღება.
იარლიყების მოყვარულები არ ვართ, მაგრამ კარგ რამეს რომ აღმოვაჩენთ, მაშინვე ვხვდებით. საუკეთესო პროფილების მეშვეობით წევრებს შეუძლიათ დაჯგუფებული 10 პროფილიდან 1-ის ამორჩევა დღეში, ფასიან გამომწერებს კი შეეძლებათ 10-ვე პროფილის ნახვა.
დაზოგე დრო, Tinder Gold™-ის მეშვეობით ნახე ვის მოსწონხარ და დატკბი რეკლამისგან თავისუფალი გამოცდილებით: ულიმიტო ლაიქები, უკან დაბრუნება, პასპორტი, 5 სუპერ-ლაიქი ყოველდღე და 1 ყოველთვიური ბუსტი.
პოტენციური მეჩის პროფილზე ლურჯ ვარსკვალვს დააკვირდი და გაიგე ვინ გამოგიგზავნა სუპერ-ლაიქი. უფრო სწრაფი შედეგები თუ გინდა, გადადი Tinder Gold™-ზე და ნახე ყველა, ვისაც მოსწონხარ.
Want to upgrade your Tinder experience? With Platinum you'll get most of our premium features including more profile views from the people you Like.
ვინ გამომიგზავნა სუპერ-ლაიქი Tinder-ზე?
თუ გინდა გაიგო, ვინ გამოგიგზავნა სუპერ-ლაიქი, პროფილებს გადახედე და პოტენციური მეჩის პროფილზე ლურჯი ვარსკვლავი ეძებე.
ყველაფერი ურთიერთობებისა და დეითინგის შესახებ
Tinder ჩემს ქორწილს იკისრებს?
წარსულში კი დავაფინანსეთ ქორწილები, მაგრამ დაპირებებს ვერ გავცემთ, თუმცა შენი ქორწილის აღნიშვნა ყოველთვის გვიხარია. მოგვწერე tinderstories@gotinder.com-ზე Tinder swag-ის უფასოდ მიღების შანსისთვის, არ მოგერიდოს.
დეითის პოვნა შესაძლებელია Tinder-ზე?
55 მილიარდამდე მეჩით, Tinder ახალი ადამიანების გაცნობას ამარტივებს. სპეციალური ფუნქციების მეშვეობით სხვებისგან გამორჩეული იქნები და დამეჩვის პოტენციალი გაიზრდება, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა შენზეა.
სიყვარულის პოვნა შესაძლებელია Tinder-ზე?
სიყვარულს თუ ეძებ, სწორ ადგილას მოხვედი—Tinder-ზე ყველაფერი შესაძლებელია და ამის დამამტკიცებელი აღთქმებიც გვაქვს.